Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოკერია უმრავლესობას: ხალხს საარჩევნო სისტემის შეცვლას დაპირდით და გადააგდეთ

21 ივნისი, 2017 21:53

„ტოვებთ იმ საარჩევო სისტემას, რომელიც თქვენ თვითონვე მონათლეთ ქვეყნისთვის სახიფათოდ. როცა ოპოზიციაში იყავით, მის შეცვლას ითხოვდით, შემდეგ დაპირდით ხალხს სისტემის შეცლას და გადააგდეთ“,- ამ სიტყვებით მიმართა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმცირესობას, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას. მისი თქმით, მათ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვეს. 

ბოკერიას შეფასებით, უმრავლესობას არც მომავალში შემოაქვს სრულფასოვანი სისტემა და მახინჯ ბარიერს სთავაზობს პარტიებს.

„რადგან გაქვთ ილუზია, რომ ამ მეთოდით ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებთ. ვენეციის კომისია გადააგდეთ. ყველას დაგვიპრდით, რომ მათ სამართლიან შენიშვნებს გაითვალისწინებდით და მოატყუეთ. ქვეყნის შიგნით ვერც ერთ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეთ. პრინციპული უარი თქვით ჩვენს შეთავაზებაზე, რომ ხალხისთვის გვეკითხა შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე, რადგან ამისიც გეშიანიათ. უფრო მეტიც, ხალხს იმის უფლებაც წაართვით, მომავალში აკონტროლოს, რამდენ ფულს წაართმევს მას მთავრობა. დაარტყით მიწის კერძო საკუთრებას, დაარტყით რწმენის თავისუფლებას. აჰყევით რუსულ პროპოგანდას, რომ თურმე დასავლეთი არის საფრთხე ჩვენი ტრადიციებისთვის,“- მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ზიანი, რომელიც მათ მოაქვთ, დიდხანს გაგრძელდება, მაშინაც, როცა აღარ იქნებიან და გადაირჩევენ. ბოკერიამ ისინი მაოხრებელ გზირს შეადარა.

„ორი ამბავი მაქვს თქვენთვის, ცუდი და კარგი: - თქვენთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გიშველით. შემდეგ არჩევნებზე ყველა ვარიანტში გადაგირჩევენ - ეს გარდაუვალია! მაგრამ არის კარგი ამბავიც - ისტორიის სახელმძღვანელოებში დარჩებით იმის მაგალითად, თუ როგორი მთავრობა არ უნდა ჰყავდეს ქვეყნას. დიდხანს ემახსოვრებით ყველას”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^