
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, „პანორამა თბილისის“ საქმეზე, მთავარი სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო განხილვს საიას სარჩელის, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციო ითხოვს „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობას - იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საშუალეითაც კომპანიას ნებართვა მიეცა „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღების“ მშენებლობაზე.
„ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ორივე სამშენებლო ნებართვა გაცემულია ქალაქ თბილისში არსებული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის კანონი კრძალავას მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებას, მნიშვნელოვანია, რომ ის მარეგულირებელი აქტები, რომლითაც განსაზღვრულია თბილისში ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ეს არის მიღებული 1985 წელს, თუმცა დღემდე არის უცვლელი და საქართველოს მთავრობას ეს ზონები არ შეუცვლია, ამიტომ ამ ზონებში მოქმედებს ის რეჟიმი, როდესაც აფასებს კულტურული მემკვიდრეობის კანონი. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღების დროს, არც ერთ უწყებას, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ყურადღება არ გაუმახვილებია ამ საკითხზე, შესაბამისად, ჩვენ დღეს ვითხოვთ სწორედ, რომ ეს ორი სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბრძანების საშუალებით მიეცათ ნებართვა კომპანიას „სოლოლაკის მაღლობზე“ და „სოლოლაკის ბაღების“ მშენებლობაზე, ბათილად იქნეს ცნობილი, ვინაიდან ის პირდაპირ კონფლიქტშია კულტურული მემკვიდრეობის კანონთან. ჩვენ წარმოვადგენთ შესაბამის რუკას, რომელიც არის ოფიციალური დოკუმენტი და რომელიც ადასტურებს, რომ ეს მშენებლობა მიმდინარეობს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში. ეს მშენებლობები არის უკანონო, ვინაიდან ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის კანონის მოთხოვნებს, კანონს ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ მშენებლობა მიმდინარეობს იმ ზონაში, სადაც მშენებლობა აკრძალულია“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, სულხან სალაძე