Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილო კორეამ აშშ-ის პრეზიდენტს ფსიქოპათი უწოდა

22 ივნისი, 2017 13:24

ამერიკელი სტუდენტის ოტო ვარმბაიერის გარდაცვალების შემდეგ, ვინც ჩრდილო კორეის ციხეში 17 თვე გაატარა და კომატოზურ მდგომარეობაში შინ გასულ კვირას დააბრუნეს, ოფიციალურმა ფხენიანმა აშშ-ის პრეზიდენტს „ფსიქოპათი“ უწოდა.

როგორც ჩრდილო კორეის მთავარი გაზეთი იტყობინება, ამერიკის პრეზიდენტი საშინაო პოლიტიკაში განვითარებული მოვლენების გამო, ოფიციალურ ფხენიანზე შეტევით ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს.

„სამხრეთ კორეამ უნდა გააანალიზოს, რომ ფსიქოპათი ტრამპის მხარდაჭერა, მათ დაღუპავს.“ - ნახსენებია ოფიციალური ფხენიანის მთავარ საინფორმაციო (იდეოლოგიურ) გაზეთში.

Agency france press ცნობით, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ოტო ვარმბაიერის გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად დაიძაბა.

მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საჭირო ზომებს, რათა ის ტრაგედია, რაც ოტო ვარმბაიერს შეემთხვა აღარ განმეორდეს.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯა-ინი, მან CBS-თან ინტერვიუში ჩრდილო კორეას „ირაციონალური რეჟიმი“ უწოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^