დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც „პანორამა თბილისის" საქმეზე საიას სარჩელის განხილვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უნდა შეწყვეტილიყო. მათი თქმით, 2015 წელს გაცემული ნებართვები 1 თვის ვადაში უნდა გასაჩივრებულიყო.
საია-ს იურისტის, სულხან სალაძის განცხადებით, მათ სარჩელი 2016 წლის სექტემბერში მას შემდეგ შეიტანეს, როდესაც ის რუკა მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში შედის.
საია-ს იურისტის, სულხან სალაძის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
დღეს სასამართლო განხილვდა საია-ს სარჩელს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ითხოვდა „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობას - იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საშუალეითაც კომპანიას ნებართვა მიეცა „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღების“ მშენებლობაზე.
„როგორც ცნობილია, ჩვენ გვქონდა ორი სასარჩელო მოთხოვნა. ერთი ეხებოდა სამშენებლო ნებართვების ბათილად ცნობას, ხოლო მეორე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან საჩივრის განხილვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარეების უსაფუძვლო და უარგუმენტო შუამდგომლობა, რომ უნდა შეწყვეტილიყო დავა სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, რადგანაც გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, თუმცა გვქონდა სრული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულელები, შესაბამისი თარიღებითა და ვადების მითითებით, თუ რატომ არ მოგვეცა გასაჩივრების უფლება. სწორედ იმ დროს როდესაც ჩვენ ჩაგვბარდა ის კონკრეტული რუკა, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ იყო გაცემული და ამ ნაწილში სასამართლომ ჩათვალა, რომ თურმე მოსარჩელე მხარეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა. ცხადია, ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და როგორც კი ჩაგვბარდება სასამართლოს განჩინება, სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურად ჩვენ გვიწევს დროის თვალსაზრიით სასამართლოებში მუდმივად სიარული, მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცესი იყო შეჩერებული, ამასობაში მიდის მშენებლობა „პანორამა თბილისის“, დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა ამ მართლმსაჯულების სისტემაში ვერ ვიცავთ უფლებებს ეფექტურად არსუბული კანონმდებლობიდან გამომდინარე. პრაქტიკულად ის უკანონო აქტები, რომლებიც გამოცემულია 2015 წელს, დღემდე არის ძალაში და სამწუხაროდ, კომპანია დღემდე აგრძელებს სამუშაოებს“, - აცხადებს „ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციის“ იურისტი, სულხან სალაძე