როგორც ოფიციალური ბაღდადი იტყობინება, "ისლამურმა სახელმწიფომ" კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი, ან-ნურის მეჩეთი, მინარეთიანად გაანადგურა.
სწორედ ან-ნურის მეჩეთში 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის შექმნის შესახებ განაცხადა.
ტერორისტულმა ორგანიზაციამ მეთორმეტე საუკუნეში აგებული მინარეთიც იმსხვერპლა.
მოგვიანებით ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისტორიული ნაგებობა აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა, თუმცა ანტიტერორისტულმა კოალიციამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ერაყის სამხედრო ძალების მეთაურის თქმით, ისტორიული ძეგლი ისლამური სახელმწიფოს ვანდალური ქმედების შედეგად განადგურდა.