როიტერის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა თავის თურქ კოლეგას აშშ-ის მიერ ქურთული „ხალხთა დაცვის გაერთიანებისთვის“ გადაცემული სამხედრო შეიარაღების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პენტაგონის მეთაურმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ქურთებისთვის გადაცემული შეიარაღება ისლამური სახელმწიფოს დამარცხებისთანავე აშშ-ს უკან დაუბრუნდება.
წერლში ისიც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს ქურთებისთვის გადაცემული იარაღის შესახებ ყოველთვიურად მონაცემებს მიაწვდის.