Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლონეთი ტოტალიტარიზმის პროპაგანდის შემცველი 470 ობიექტის დემონტაჟს გეგმავს

22 ივნისი, 2017 16:33

პოლონეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი კანონმდებლობით დასაშვები გახდა.

დღეს პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა „კომუნიზმის ან სხვა ტოტალიტარული წყობის პროპაგანდის შემცველი შენობებისა და ობიექტების აკრძალვის შესახებ“ კანონს.

Deutsche Welle-ს ცნობით, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟით პოლონეთის მთავრობას ტოტალიტარიზმისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა სურს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 408 დეპუტატმა, წინაარმდეგი იყო 7, 15-მა თავი შეიკავა.

ინიციატივის ავტორთა თქმით, დასახელებული ობიექტების შენარჩუნება, რომლებიც იმ ადამიანების ხსოვნას ეძღვნება, ვინც ტრაგიკული დაღი დაასვეს პოლონეთის ისტორიას, ტოტალიტარიზმის მომხრეებს იმის ილუზიას უქმნით, რომ დასაშვებია თავიანთი შეხედულებების პოლონურ საზოგადოებისთვის თავსმოხვევა.

კანონის ფარგლებში პოლონეთში 470 სკულპტურულ-არქიტექტურული ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^