Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: კანონპროექტი აუარესებს საზმაუს თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის ხარისხს

26 ივნისი, 2017 14:00

ორგანიზაციები - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ცვლილები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის მიერ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ : - კანონის პროექტი ზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს, ვიდრე ეს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული.

- ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყდივების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან. მაუწყებლის მიერ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად. ცვლილების არსებული სახით მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ჩრდილი მიადგება მთლიან სახელმწიფო შესყიდვების სისტემას.

- კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გაზრდას, სამეურვეო საბჭოს ფუნქცია - მოვალეობათა შემცირების ხარჯზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებელზე სრულყოფილი დემოკრატიული კონტროლის მექანიზმებს.

- ცვლილებების არსებული რედაქციის საფუძველზე 50%-ით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო.

- კანონპროექტი აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის ხარისხს. თითოეული პრობლემის დეტალური აღწერა და ხელმომწერი ორგანიზაციების პოზიცია სიღრმისეულად არის განხილულ მოცემულ დოკუმენტში. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ წარმოდგენილი ცვლილები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობა.

მოსაზრებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^