Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო აზერბაიჯანისგან მუხთარლის დაკითხვაზე თავისი წარმომადგენლის დასწრებას მოითხოვს

27 ივნისი, 2017 11:05

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართული მხარე აზერბაიჯანისაგან მოითხოვენ ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკითხვას და მასზე საქართველოს წარმომადგენლის დასწრებას.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მიმართა. ირაკლი შოთაძის თქმით, საქართველოში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებული გარე სათვალთვალო კამერები. 

„ასევე ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მას შემდეგ, რაც მუხთარლი დაიკითხება და მოიპოვება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც  ხორციელდება აზერბაიჯანში სისხლის სამართლებრივი დევნა, მიიღება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით აზერბაიჯანიდან პასუხს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შოთაძემ.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. 

აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. 

საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^