Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დასაწყისი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებისა“, - პლატფორმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე

27 ივნისი, 2017 15:40

„კანონპროექტი არის კომპლექსური. ის ეხება ყველა იმ პრობლემურ მხარეს, რომელიც დღეს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აქვს ბევრი მიმართულებით - ეს არის ადამიანის უფლების უსამართლო შეზღუდვის პრაქტიკა, კანონმდებლობა და რესპრესიული მექანიზმები, რომელიც პოლიციას აქვს, ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის სერვისები. კანონპროექტი ყველა ამ მიმართულებით დაბალანსებულ მიდგომას გვთავაზობს“, - განაცხადა ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებების კანონპროექტზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ  ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი იქნება დასაწყისი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებისა.

„იმედი გვაქვს, საშემოდგმო სესიაზე, როდესაც პარლამენტი განაახლებს მუშაობს, ეს პროექტი იქნება პრიორიტეტი პარლამენტისთვის, ერთ-ერთი პირველი დადგება დღის წესრიგში საშემოდგომო სესიაზე. ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ საპატიმრო დაწესებულებებში ელოდება ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმას, იმისათვის რომ გათავისუფლდნენ იმ უსამართლო სასჯელისგან, რომელსაც ისინი იხდიან და დატოვონ საპატიმრო დაწესებულება. ამიტომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს პარლამენტის ყველა წევრს, საზოგადოებას, მხარდაჭერა აღუთქვან ამ პროცესს და პრიორიტეტულად, საშემოდგომო სესიაზე დაიწყოს მისი განხილვა“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

„კანონპროეტის  ინიცირებით, ჩვენ შევედით საბოლოო, გადამწყვეტ ეტაპზე, საბოლოო პაექრობა გასამართია შემოდგომაზე. გვიხარია, რომ ეს გამოწვევა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ჩვენგან, ის კანონპროექტი დადგა პარლამენტში განსახილველად, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, რომელიც, გვჯერა, რომ მართლაც ხარისხიანად შეცვლის დღევანდელ ვითარებას და მომავალს შეუქმნის ახალგაზრდა თაობას“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა, დავით სუბელიანმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს.

სუბელიანის თქმით, კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმდება. ასევე ცვლილებები შეეხება სანქციებს, რაც დღეს არაზომიერი და მაღალია.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასაღება მკაცრად დასჯად ქმედებად დარჩება.

„რაც შეეხება ქუჩის ნარკოტესტირებას, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, პოლიციას საშუალება აქვს, რამდენიმე ათობით ათასი ადამიანი წლის განმავლობაში გადაიყვანოს ტესტირებაზე, რათა გამოავლინონ, არიან თუ არა ისინი მომხმარებლები და შემდეგ სანქცია დააწესონ. პროექტში ნათლად არის გაწერილი, რა შემთხვევაში ექნებათ ნარკოტესტირებაზე პირის გადაყვანის უფლება, რომელიც არის საჯაროდ მოხმარება, ა.შ. ჩვენ ასევე გადავხედავთ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს, ვინაიდან ის უსამართლოდ იყო შედგენილი. არ იყო მომხმარებელზე მორგებული და ძველი პრაქტიკიდან მომდინარეობდა. ამ ნივთიერებებიდან 2/3-ს საერთოდ არ აქვს მცირე ოდენობა, რის გამოც უმცირესი ნაწილაკის აღმოჩენის შემთხვევაში, მრავალი წლით მიდიოდა ადამიანი ციხეში“, - განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების გარდა, რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებას სთავაზობენ სამუშაო დოკუმენტს, რომელზე დაყრდობითაც  მათ შეუძლიათ, დაიწყონ პირველადი პრევენციის სისტემის გამართვა,

„ჩვენ ეს მოდელიც გამზადებული გვაქვს, ის აპრობირებულია და გამოცდილი. ასევე მკურნალობა და სერვისები არის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა მხოლოდ 10%-მდე თუ ვახერხებთ, რაიმე სერვისში ჩავრთოთ. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი ევროპაშიც და რეგიონშიც. ახალი ნარკოპოლიტიკის პირობებში ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს პროფესიული დახმარების მიღება. მკურნალობისა თუ რესოციალიზაციის თვალსაზრისით“, - აცხადებს სუბელიანი.

პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ავტორობით მომზადებული ნარკოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია. გუშინ ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ცვლილებების მომზადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინიციტივა მოამზადა ნარკოპოლიტიკის პლატფორმამ, სადაც 41 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

„კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტის მიხედვით, იმიჯნება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმავე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი. ამ უკანასკნელი ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრ სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე. თავის მხრივ, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, კომერციული მიზნის გარეშე, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე შემთხვევები, როდესაც აშკარაა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. დაიხვეწა ნარკოტიკული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნები და მათი თანმდევი შედეგები, ხოლო ზოგიერთი მუხლი გაერთიანდა (მაგ. საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების შემოტანა გაერთიანდა სსკ-ის 260-ე მუხლთან და ამ ქმედებაზეც ზოგადი წესით განისაზღვრა სანქციები)“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^