Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: ევროსაბჭო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მოამზადებს

27 ივნისი, 2017 18:21

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, პირველი ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განაცხადებით: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელებაზე რეზოლუციის შექმნას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

ჩუგოშვილის თქმით, რეზოლუციაზე მუშაობა მომდევნო სესიიდან დაიწყება, შესაბამისად, შეირჩევა მომხსენებელი, ვინც ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტს მოამზადებს.

„რეზოლუციაში ოკუპირებული რეგიონების მონიტორინგზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დაფიქსირდეს და მის საფუძველზე ადამიანის უფლებათა კომისარს აღნიშნულ ტერიტორიებზე შესვლის, მონიტორინგის ნება უნდა მიეცეს", - აცხადებს ჩუგოშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ევროსაბჭოს მიერ პოზიციის რეზოლუციით დაფიქსირება მნიშვნელოვანია.

რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა.

რეზოლუციის მომზადებას მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციაც უჭერს მხარს.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის თანახმად, უკანასკნელად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია 2013 წელს მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^