Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი დაამტკიცა

28 ივნისი, 2017 20:48

პარლამენტმა 83 ხმით ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი რეგულაციით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება.

ცვლილებების მიხედვით, პირველ ჯერზე ზემოთ აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.

ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.

ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მესამე და ყოველი შემდგომი სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის - 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით.

როგორც „ლიბერალს" კანონპროექტის მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უთხრა, კანონი 15 აგვისტოს ამოქმედდება.

როგორც კანონშია აღნიშნული, ამ მიზნებისათვის დღის საათებად მიიჩნევა 07.00 – 23.00 სთ-მდე, ღამის საათებად – 23.00-დან 07.00 სთ-მდე.

ამ მუხლის მიზნებისათვის ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

როგორც ცვლილებების  მიზნებშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში „საქართველოს კონსტიტუციით“, „ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო პაქტით“ აღიარებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში („საქართველოს კონსტიტუცია“ 37-ე მუხლი) და ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი („ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი“ მე-12 მუხლი).

კანონით გათვალისწინებულია, რომ 2018 წლის 1 აპრილამდე 77 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო 2018 წლის 1 აპრილიდან ეს ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^