ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრებთან მისასვლელად თბილისის მერია დამატებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოყოფს, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. მგზავრები გადაადგილებას სტანდარტულ ფასად, 50 თეთრად შეძლებენ.
დამატებითი ავტობუსები იმოძრავებენ:
- მეტრო „ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე, გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე;
- მეტრო „ვარკეთილიდან" №117 სკოლამდე;
- მეტრო „სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.