ევროკავშირმა კრიზისული პერიოდი დაძლია, - განაცხადა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
„ბრექსიტიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის შესაშური ერთობა იგრძნობა. ბოლო წლების დრამატული მოვლენების გათვალისწინებით ამის დანახვა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცდება ის, ვინც ფიქრობს რომ პრობლემების გადაწყვეტა იზოლაციითა და პროტექციონიზმითაა შესაძლებელი. გამოწვევებს მხოლოდ ერთად გავუმკლავდებით", - აცხადებს მერკელი.
კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისი განცხადება არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ დიდ ოცეულსაც ეხება.
ინფორმაციას გერმანიის კანცლერის გამოსვლის შესახებ Deutsche welle ავრცელებს.