Deutsche Welle-ს ცნობით, რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის კონფლიქტებზე იმსჯელეს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასადის რეჟიმზე საუბრისას საჯაროდ იკამათეს.
ზიგმარ გაბრიელმა რუს კოლეგას მოუწოდა, ნუ ამსუბუქებს სირიაში ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებს, მათ შორის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს.
ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ლავროვმა სირიისადმი ვაშინგტონის მუქარის პასუხად რეპორტიორებს განუცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის რიტორიკას სათანადოდ შეხვდება, რაზეც გაბრიელმა მოსკოვს სირიის კონფლიქტში თავიანთი როლი შეახსენა და მოუწოდა ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხი მკაცრად მოსთხოვოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაშარ ასადს სამხედრო კრიმინალი უწოდა. ლავროვმა და გაბრიელმა უკრაინის საკითხზეც იმსჯელეს და განაცხადეს, რომ აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.