Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა დღეს ამოქმედდა

30 ივნისი, 2017 11:33

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა. ამ თემაზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართა.

ახალი პროგრამის მეშვეობით, მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული);

მედიკამენტების ყოველი გატანისას აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების მხოლოდ 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.

რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად:

  • ბენეფიციარი მისის ოჯახის ექიმთან ან ექიმსპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადებების დამამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას
  • ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშრისო, არაპატენტირებული დასახელება
  • ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სპეციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში
  • სოცოალური მომსახუირების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს
  • ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა.
  • აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს
  • ბენეფიციარის ნდომით აღწურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც
  • მედიმამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში

თუკი მედიკამენტის გაცემისას ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 1000 000, პირი ვეღარ შეძლებს მედიამენტების მიღებას.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფრომაძემ აღნიშნა, პროგრამისთვის მთლიანად შესყიდული იქნება 23 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა სრულად ივლისის თვის ბოლომდე ამოქმედდება. ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება 13 დასახელების მედიკამენტის მიღება.

მისი თქმით, იმ შეთხვევაში თუ ბენეფიციარს სარეიტინგო ქულა და მედიკამენტი არ შეეცვლება, ის წამლის მიღებას 3 თვის მარაგით შეძლებს, რათა ხშირად არ მოუწიოს აფთიაქში სიარული.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე 200 000 მოქალაქე ისარგებლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^