კომპანია METRO Georgia-ს ავტობუსით მგზავრობა 10 ივლისიდან 5 ლარით გაძვირდება და 30 ლარი გახდება.
კომპანიის დამფუძნებლის, მიხეილ დობორჯგინიძის განმარტებით, გაზრდილი ფასი იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, ხოლო ორმხრივი მიმართულებით (თბილისი-ბათუმი- თბილისი) ბილეთის აღება კვლავ ძველი ფასით იქნება შესაძლებელი. ის არ გამორიცხავს, რომ სეზონის გასვლის შემდეგ ფასი ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.
დობორჯგინიძის თქმით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია:
„ტრანსპორტი უცხოეთიდან შემოგვყავს. ვალდებულებები გვაქვს ვალუტაში, ამიტომ კუსსის ცვალებადობაც მოქმედებს. ვალუტის კურსთან დაკავშირებით ერთი წელია, არ შეგვიცვლია ფასი. საწვავის ფასიც გაიზარდა მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყეთ. ზაფხულში ხარჯიც მეტია, კონდენციონერი ირთვება, საწვავი მეტი იწვება. ასევე ვამატებთ რაღაც სერვისებსაც, ნაყინი დაემატება, წვენები და ა.შ.“, - ამბობს დობორჯგინიძე.