
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დასახელდა - ჟურნალისტებს ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა.
თალაკვაძის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და „ქართული ოცნებიდან“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.