Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ვიცე-მერი: დაზარალებულებს შევხვდებით და კონსულტაციებს გავივლით

03 ივლისი, 2017 12:09

თბილისის ვიცე-მერის,  ლაშა აბაშიძის განცხადებით, მერია ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დღეს შეხვდება. მისი თქმით, დღეს დაგეგმილია მდგომარეობის აღწერა, თუ რა არის შიგნით გადარჩენილი და რა დაზიანებული. როგორც აბაშიძე ამბობს, ამ აღწერის შემდეგ მერია მეპატრონეებთან შეხვედრას და შემდგომი ნაბიჯების შესახებ მათთან კონსულტაციებს გეგმავს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აუნაზღაურდებათ თუ არა ზარალი დამწვარი მაღაზიების მეპატრონეებს, ლაშა აბაშიძეს პასუხობს, რომ ჯერ ზარალი უნდა დაითვალონ: „სანამ არ გვეცოდინება, შიგნით რა ხდება, სანამ არ გვეცოდინება რაოდენობა, არ გვეცოდინება, რა მოცემულობაზეა საუბარი, მანამდე, სამწუხაროდ, ციფრებს კონკრეტულად ვერ გეტყვით. ჩვენი დახმარება არის ის, რომ შევხვდეთ დაზარალებულებს, გავიგოთ მთავარი პრობლემა რაც არის. ამჟამად კონკრეტულ ციფრებზე ვერ მოგახსენებთ“.

„რაც მთავარია, შიგნით საკმაოდ ბევრი საქონელია გადარჩენილი; ბევრი მაღაზია გადარჩა. გამომდინარე იქედან, რომ ეს მაღაზიები არ იყო დახლებზე, იყო შუშების შიგნით და არის კაპიტალური მაღაზიები, გადარჩა ამიტომ,“ - განაცხადა ვიცე-მერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^