Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა - საქართველოში რუსეთის დეპუტატებს ელიან

03 ივლისი, 2017 14:27

2019 წელს მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეის სესია საქართველოში პირველად გაიმართება. როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, სესიაში რუსეთის დუმის დეპუტატებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ყველა [დეპუტატი] მიიღებს მონაწილეობას, ვისაც დარღვეული არ აქვს საქართველოს კანონმდებლობა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს სრულ იურისდიქციას და ეს კარგი ამბავია“, - უთხრა ქუცნაშვილმა „ლიბერალს“.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის დუმამ მათი დამოუკიდებლობა ცნო. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი აღნიშნა, რომ ეს [მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეის სესია] იქნება ახალი პლატფორმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

„მოგეხსენებათ, ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საზღვრებთან ერთად აღიარებს და იცავს საეკლესიო საზღვრების მთლიანობას, ეს არის მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა“, - თქვა ქუცნაშვილმა.

მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეა წარმოადგენს საპარლამენტთაშორისო ორგანოს, რომელიც საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი ჩამოყალიბებულია 1993 წელს ქალაქ ქალდიკიდიში საბერძნეთის პარლამენტის მიერ მოწვეული კონფერენციის „მართლმადიდებელთა ახალ ევროპულ რეალობაში" მონაწილეთა დეკლარაციაში.

მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები არიან დეპუტატები 21 ქვეყნიდან: საბერძნეთი, რუსეთის ფედერაცია, კვიპროსი, ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, სუდანი (და ცალკეულ დეპუტატთა ჯგუფები: ავსტრალიიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, აზიასა და აფრიკიდან).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^