Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს ინდოელი ქალის წერილზე: საზღვარზე შემოწმება ხდება საყოველთაოდ აღიარებული მეთოდებით

04 ივლისი, 2017 15:42

ინდოელი ქალის წერილის საპასუხოდ, რომელიც ქართველ საიმიგრაციო ოფიცრებს რასიზმსა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს, შსს განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარს ეუბნებიან ქვეყანაში შემოსვლაზე. უწყება ასევე აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით და იმავე პროცედურებს გადიან საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები  განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო 
საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინდოელი ქალი ქართველ საიმიგრაციო ოფიცრებს რასიზმსა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^