Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ვითარებაა „ობიექტებში, სადაც ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებდნენ" - 6 თვე განცხადებიდან

05 ივლისი, 2017 17:05

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 11 იანვარს,  შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, თბილისში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე, კაფეებში არსებული ვითარებით დაინტერესებულიყო.

„იქ ქართველი, არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, ეს ძალიან დიდი პრობლემაა”, - კვირიკაშვილმა სწორედ ამ მიზეზით დაავალა სამინისტროს საქმის გამოძიება.

პრემიერ-მინისტრმა მაშინ ისიც აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ადგილობრივ მამაკაცებს ამ ობიექტებში არ უშვებენ და „უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს, სამწუხაროდ“. თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ მამაკაცებთან დაკავშირებული განცხადება არასწორად გაიგო საზოგადოებამ; სინამდვილეში კი პრემიერმა იგულისხმა, რომ „არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს, რაც იქ ხდება.  სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რაც გვაქვს. სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით; მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული”, - განაცხადა იანვარში კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადების შემდეგ თითქმის 6 თვე გავიდა. „ლიბერალი“ დაინტერესდა, პრემიერის განცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა ღონისძიებები გაატარა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, პრევენციული მოქმედებების შედეგად,  თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბარებიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიცირების მიზნით, მიიყვანეს 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის - 15 ქართველი და 41 უცხოელი მოქალაქე. მიმდინარე წლის 30 ივნისს, ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე, დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებიც წარდგენილნი არიან სასამართლოში: „აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება", - ამბობენ შსს-ში.

14 ივლისს, 20 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე სკოლიდან მარჯანიშვილამდე ქართველთა მარში მოეწყობა.  ორგანიზატორის, „ქართული მიწის დაცვის ჯგუფის“ ერთ-ერთი მოთხოვნა „რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე უკანონოდ გახსნილ დაწესებულებებში ბავშვთა პროსტიტუციის აღკვეთაა". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^