Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უგულავა: 2020 წლისთვის პარლამენტში სიით გასულ დეპუტატთა პროპორციის გაზრდა უკეთესი იქნება

06 ივლისი, 2017 10:13

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, თუ ხელისუფლება შეცვლის არსებულ პროპორციას, ეს იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი, მაგრამ გამორიცხულია, კონსტიტუციის პროექტის ერთიანი კენჭისყრის პირობებში საპარლამენტო უმცირესობამ რაიმეს მისცეს ხმა. 

„შერეული სისტემა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, მოდიფიცირდა რამდენჯერმე. 2004 წელს 150-მდე შემცირდა დეპუტატების რაოდენობა, მაგრამ არა მაჟორიტარების. ამიტომ 2004 წლიდან ეს სისტემა კიდევ უფრო დამძიმდა. დღეს გვაქვს სისტემა, სადაც მაჟორიტარის ხვედრითი წილი არის გაზრდილი. ამიტომ ერთმანეთისგან ეს ორი სისტემა უნდა გაიყოს“, - აღნიშნა უგულავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. 

უგულავა ყურადღებას სხვა საკითხებზე ამახვილებს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში „ევროპული საქართველოსთვის" მიუღებელია. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში, არის სრულიად მარტო, ესაუბრება თავის თავს და ცდილობს, ქანთარიასა და კობახიძეს შორის მიღწეული თანხმობა შემოგვასაღოს, როგორც რაღაც კონსენსუსი. ჩვენ პროპორციულ არჩევნებს ვუჭერთ მხარს, მეტიც, სულ რომ რაიმე თუნდაც პოზიტიურ ცვლილებაზე გადადგას ნაბიჯი, რისიც მე არ მჯერა, ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან აქაც უმრავლესობამ გადაწყვიტა ხელის გადაგრეხვით იაროს. უმრავლესობა გვეუბნება, აი, თქვენ ერთი კონსტიტუცია და ერთი კენჭისყრით ან კი თქვით და ან არა. არადა, ამ კონსტიტუციაში უამრავი სხვა საკითხია. „ევროპულ საქართველოს“ სულ რომ ხელი მოგვაჭრან, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას; სულ რომ ხელი მოგვაჭრან, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მიწის თავისუფალი გაყიდვის აკრძალვას; ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმ ქსენოფობიურ და რუსულ ნარატივში ჩამჯდარ ცვლილებებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილი კიდევ უფრო სტიგმატიზებული იქნება; ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ისეთ ცვლილებებს, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესაძლებლობას ართმევს შემდეგი არჩევნებისთვის. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩაყაროს ერთ ქვაბში. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში გამორიცხულია, ერთიანი კენჭისყრის პირობებში ჩვენ რაიმეს მივცეთ ხმა“, - განაცხადა უგულავამ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^