საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, გიორგი იაკობაშვილი „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ მასალას თავის Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა. „რეზონანსი" რატომ გამოტოვეთ, თქვე ჩათლახებო?“, - ასე მიმართავს იაკობაშვილი „ლიბერალს“
"აბა, შორს გამვარდნია მოძალადის სახელი, ბექარ" (ჭაბუა ამირეჯიბი, "დათა თუთაშხია")
ხარჩო, დარჩო, ალესკერა, დარდაკა, რუდოლფ ვალენტინოვიჩი, ასევე - ყანდური, აბეზიანა, ჟუჩოკა, სურამელი იაკოფა, კოსტა დასტურიძე და ტაბისონაშვილი, ყველანი ენჯეოშნიკები იყვნენ, გარგლისკურკისტოლა ტვინით და ჭერმისკურკისტოლა მორალით. "ლიბერალი"... ღმერთო, რა საყვარლობაა
P.S. "რეზონანსი" რატომ გამოტოვეთ, თქვე ჩათლახებო?“, - წერს იაკობაშვილი
30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად გიორგი იაკობაშვილი დაამტკიცა. იაკობაშვილს ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა, 2 წინააღმდეგ წავიდა.