Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძეგლთა დაცვა ყინწვისის მონასტრის მიშენებაზე: ეს ძეგლზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს

06 ივლისი, 2017 18:13

Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია, რომ ყინწვისის მონასტრის სამხრეთ კედელზე მიშენებაა. კულტურული მემკვიდირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს მიშენება XX საუკუნის ბოლო პერიოდში გაკეთდა, რადგან მონასტრის სამხრეთ კედელთან შუა საუკუნეების პერიოდის მარნის ტიპის შენობის რესტავრაცია მიმდინარეობდა. 

„XX საუკუნის ბოლოს იქ დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, შუა საუკუნეების პერიოდის მარნის,  მაგრამ ჯერ კიდევ იმ პერიოდში ვერ დადგინდა მისი ფორმის სრულად ჩამოყალიბება და გადაწყდა სარესტავრაციო სამუშაოების კონსერვირება. შესაბამისად,  მოხდა დროებითი გადახურვა. შემდგომ პერიოდში, 2000-იანი  წლების დასაწყისში ეს კონტრუქცია შეიცვალა უფრო თანამედროვე კონსტრუქციით და  კიდევ უფრო მოგვიანებით ადგილობრივი მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, ეს ასევე მსუბუქად იყო შემინული, რაც დღესდღეისობით არანაირ პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ეს  იყო დროებითი კონსტრუქცია და დღესაც ასე შეგვიძლია მივიჩნიოთ“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით,  მაღაზიას  შუასაუკუნოვანი მარნისთვის ზიანი არ მიუყენებია. 

 „იქ მოწყობილი მაღაზიით შუასაუკუნოვან მარანს არანაირი ზიანი არ მისდგომია. მაღაზიამ იმუშავა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დღეს გადატანილია ეკლესიის გალავნის მიღმა. შესაბამისად, იქ ეს კონსტრუქცია დარჩა იმავე ფორმით, როგორც მოეწყო მაღაზიისთვის. შესაძლებელია მისი სახეცვლილება, მაგრამ პრობლემას ის ნამდვილად არ წარმოადგენს და არანაირ ზეგავლენას თვითონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ის არ ახდენს. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ პატარა კონსტრუქციაში ჩინელი ეროვნების მოქალაქეებს აქვთ რაღაც სავაჭრო ობიექტი გახსნილი, არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა, გადაუმოწმებელი“. - ამბობს ბექა ბარამიძე. 

შეკითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ბექა ბარამიძემ „ლიბერალს“ განუცხადა, რომ თავდაპირველად სააგენტოს მეთვალყურეობით მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა ბერ-მონაზვნების მიერ კონსტრუქციის შეცვლა სააგენტოსთან  არ იყო შეთანხმებული და არც საჭიროებდა ამას. 

„თავიდან ცხადია, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მოეწყო კონსტრუქცია, შემდეგ პერიოდში  ადგილობრივი ბერ-მონაზვნების ინიციატივით მოხდა ამ კონსტრუქციის გათანამედროვება. ეს [ძეგლთა დაცვასთან შეთანხმება] არ არის საკვანძო საკითხი. გადახურვის კონსტრუქციის შეცვლა სააგენტოსთან შეთანხმებას  დიდად  არ საჭიროებს“,- უთხრა ბარამიძემ „ლიბერალს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^