Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა ევროკავშირს წევრობის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ

06 ივლისი, 2017 18:25

საქართველოს, მოლდოვეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ევროპარლამენტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს, რომლითაც მოუწოდებენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღოს რეზოლუცია,  რომელშიც პოლიტიკურ მხარდაჭერას ასახავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ევროპარლამენტისათვის სამი ქვეყნის ერთბლივი წერილის გაგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივა იყო. 

წერილის შინაარსს „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა დამდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ეფექტური და ძლიერი მექანიზმის მნიშვნელობის აღიარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამმა ქვეყანამ - საქართველომ,მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას;

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ერების ევროპულ მისწრაფებებს და ხაზს ვუსვამთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანს;

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანის ღირსების, თავისუფლების,დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებების მიმართ; 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია არის სამი ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის მთავარი ვალდებულება და ვაღიარებთ, რომ დაახლოების პროცესი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ფუნქციური ინტეგრაციისთვის;

გვწამს, რომ ევროკავშირს აქვს ამბიცია, იყოს მყარი და სანდო პარტნიორი მისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების, მათ შორის, რუსეთის ხისტი და რბილი ძალის გათვალისწინებით;

ამგვარად, გვწამს, რომ დეკლარაციაში, რომელიც 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება მიღებული, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, მათი ევროპული არჩევანისა და დღის წესრიგის ცალსახა მხარდაჭერა იქნება ასახული;

ვიხსენებთ რა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციას, რომელიც აცხადებს, რომ „ასოცირების ხელშეკრულებები არ წარმოადგენს ევროკავშირს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს...“და რომ“ ....49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს,მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუ ისინი დაიცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა დაადამიანისა და უმცირესობების უფლებების შესახებ კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა დაპრინციპებს, ასევე, უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას.“;

შეგახსენებთ ევროკავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკას, უკრაინასა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პრეამბულას, სადაც დადასტურებულია, რომ სამივე ქვეყანა „ევროპული სახელმწიფოა“ და „აღიარებულია“ მათი „ევროპული მისწრაფებები“;

ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ამბიციური მიზნების ასახვის საჭიროებას ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში და კომისიის ხელშეწყობას, შემდგომში გააღრმავოს მხარდაჭერა, მათ შორის, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობის ხელშეწყობით;

გვწამს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე დემოკრატიის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა;

ჩვენ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტები მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერას ასახავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ეს ამბიციური და შორსმჭვრეტელი განცხადება ძლიერი სიგნალი იქნება ამჟამად არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იქნება შთამაგონებელი ინსტრუმენტი ევროკავშირის სამივე ასოცირებული პარტნიორიქვეყნის შემდგომი პროგრესისა და დემოკრატიული გარდაქმნის დაჩქარებისთვის.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^