Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს

07 ივლისი, 2017 11:53

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი მაგალითად, ირლანდიაში არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი - მხოლოდ 4. საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.

„ნარჩენების მართვის კოდექსში" ჩნდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის - „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი.

„აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს. როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება" - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური პრობლემაა, მრავალმა განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყანამ პლასტიკის პარკების მოხმარების შესამცირებლად გარკვეული რეგულაციები შემოიღო, ზოგიერთ ქვეყანაში კი მათი გამოყენება სრულიად აკრძალულია. 

„აღნიშნული გარემოებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომზადდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი და გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების ბრუნვაზე. პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ. აღნიშნულთან ერთად, მომზადდა  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით" - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. 

მათივე განმარტებით, მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის დაჭირდებათ გარკვეული ღონისძიებების გატარება, სწორედ ამიტომ, კანონპროექტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2018 წლის განმავლობაში.

„ახალი რეგულაციების მიღების შედეგად, ქვეყანაში შემცირდება პლასტიკის პარკების მოხმარება, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების ბრუნვა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას პლასტიკის ნარჩენებით და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას"- აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^