როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე „ლიბერალთან" საუბარში ადასტურებს, განიხილება „რადიო თავისუფლების" პროექტების - „წითელი ზონის" და „ინტერview-ს“ აჭარის ტელევიზიით გასვლა.
ეს შესაძლებლობა რომ განიხილება, ამაზე „ლიბერალთან“ „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძეც საუბრობს. მისი თქმით, ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, რადგან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჯერ კიდევ კონტრაქტები აკავშირებთ, თუმცა „საწყის დონეზე საუბარი მიმდინარეობს“.
კაპანაძის თქმით, კი მას შემდეგ, რაც გადაცემები ამოწურავენ 1 არხთან კონტრაქტის ვადებს, იგი მათთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს და განიხილავს შესაძლებლობებს, თუ როგორ, რა ფორმით შეიძლება მოხვდეს „წითელი ზონა" და „ინტერview" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პირველი არხი „რადიო თავისუფლებასთან" ერთად წარმოებულ ამ ორ გადაცემასთან კონტრაქტებს აღარ აგრძელებს.