Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მტკვრის გაწმენდა მათი ვალდებულება არ არის

07 ივლისი, 2017 21:16

დღეს, წვიმის შემდეგ დაბინძურებული მტკვრის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები ინტერნეტში გავრცელდა. მდინარეს ბოთლები, ქილები, პოლიეთილენის პარკები და სხვა სახის ნაგავი მოაქვს. 

„ლიბერალი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა, რათა გაერკვია იგეგმებოდა თუ არა მტკვრის დასუფთავება, რაზეც მერიაში განაცხადეს, რომ მდინარის დასუფთავება მათ კომპეტენციაში არ შედის

„იმის გამო, რომ ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ვერაფერს ვერ გეტყვით ამ თემაზე. გარემოს დაცვის სამინისტროს ალბათ შეუძლია ამ თემაზე რაიმეს თქმა. ეს არის ჩამონაშალი მასალა, რომელიც წვიმების სეზონზე არის ხოლმე მუდმივად. ეს არ არის ახალი, შარშანაც ასე იყო, ამ გაზაფხულზეც ასე იყო, მაგრამ ეს არ გაწმენდილა“, - განაცხადეს მერიაში

მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აქამდე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული მტკვრის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციები მერიის კეთილი ნება იყო. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე გასული წლის სექტემბერში, დედაქალქის მერმა განაცხადა, რომ მტკვრის ზედაპირის დასასუფთავებლად იგეგმებოდა კატარღის შეძენა

„მტკვრის ადიდების შემდეგ, სანაპიროზე მდინარე ნარჩენებს ტოვებს. თბილისში რამდენიმე ასეთი ადგილია. ვგეგმავთ, ქალაქში, ამ მიმართულებით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ. მაგალითად, მდინარე მტკვარზე დავამონტაჟოთ ნატანდამჭერი მოწყობილობები, შევიძინოთ კატარღა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მტკვრის ზედაპირის დასასუფთავებლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ

გარემოს დაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ სამინისტრო ნარჩენებთან მიმართებით პოლიტიკის განმსაზღვრელია და არა დასუფთავების. დასუფთავება თბილისის მერიის კომპეტენციაში შედის.

„ჩვენ შევიმუშავებთ პოლიტიკას და ასევე ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევებს წყლის სინჯების აღება, რამდენად არის დაბინძურებული და ა.შ. მაგრამ უშუალოდ როგორც დასუფთავება თბილისის ტერიტორიაზე მერიის კომპეტენციაა. დასუფთავება არ არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება“, - განცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში

როგორ დანაგვიანდა მტკვარი?

ქალაქში ორი ტიპის ჭა არსებობს სანიაღვრე და კანალიზაციის. როგორც კომპანია Georgian Water and Power-ში აცხადებენ მათ დაქვემდებარებაში საკანალიზაციო ჭებია, თბილისის მერია კი სანიაღვრე სისტემაზეა პასუხისმგებელი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კანალიზაცია მტკვარში არ ჩაედინება.

„ეს ჩვენთან არანაირ კავშირში არ არის, იმიტომ, რომ უხვნალექიანობა სანიაღვრესთან არის დაკავშირებული, ანუ ნალექი მოდის, რომელიც სანიაღვრეში შედის და სანიაღვრე ჩადის მტკვარში და მაგის აღკვეთა და ა.შ. დასუფთავება ჩვენთან არანაირ კავშირში არ არის“, - აცხადებენ Georgian Water and Power-ში

წყალმატარებელი კომუნიკაციების სპეციალისტი ვაჟა ყირმიზოვიც ამბობს, რომ Georgian Water and Power-ის დაქვემდებარებაში არსებულ საკანალიზაციო ხაზებს არ შეუძლია წყალი ამ დონეზე დააბინძუროს. მისი თქმით, მდინარეში ნაგავის ერთი ნაწილი ზედაპირული წესით ხვდება, ნაწილი კი თბილისის მახლობლად მდებარე ღია კალაპოტიანი ხევებიდან.

„დიდმა წვიმამ წამოიღო დიდი რაოდენობით ნიადაგი და ეს ნიადაგი ჩაიტანა მტკვარში. დიდ დიღომში ჩამოდის ძალიან დიდი ხევი - წორწორას ხევი, გლდანში ჩამოდის ხევი ხევძმარა და ეგაა ის ხევები , რომელსაც აქვს ღია კალაპოტი და მერე ეს ყველაფერი ჩადის უკვე დახურულ სისტემაში და ეგ ყველაფერი რაცაა შეტანილი, შედის ღია კალაპოტით. რაღაც ნაწილი კი მტკვარში ჩადის ზედაპირულად - ბოთლი, ცელოფანი და ა.შ. - ეს ყველაფერი ცხაურში ელემენტარულად ვერ დაეტევა. ეგაა ღია წესით წამოსული ნაგავი, გამოიტანა ტალღამ და შეიტანა ხევებში“, - ამბობს ვაჟა ყირმიზოვი

ვაჟა ყარზიმოვი ამბობს, რომ ნაგვის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ქალქში ყველა ხევს გაუკეთდეს გისოსი.

„ხევში თუ არ ჩავიდა ნაგავი, ქალაქის დასუფთავება ვალდებულია, რომ გაიაროს იმ ხევებში და დაასუფთავოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით იმის რესურსი არ გვაქვს, რომ თბილისის გარშემო არსებული ხევები დავასუფთავოთ. თბილსის თითქმის ყველა უბანში არის ღია ხევები, საიდანაც შედის გარკვეულოი სახის ნაგავი. მეორე მხრივ თბილისამდე არის მცხეთა, კასპი, გორი და იქ რომ გაიაროთ, საშინელებაა. ყველა ეს ნაგავი იყრება პირდაპირ მტკვარში“, - ამბობს ვაჟა ყარზიმოვი 

ფოტო: www.palitravideo.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^