სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან სტუდენტებმა, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
„არა ოკუპაციას“ - სკანდირებენ სტუდენტები.
ისინი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნს მღერიან.
სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან დარჩენას და ღამის გათევას აპირებს.
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 4 ივლისს დაამონტაჟეს.
საქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზის გადმოწევას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ პროცესის შესაჩერებლად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურებაა საჭირო.
„რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა" - ასე შეაფასა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
ფოტო: „რადიო თავისუფლების" Live-დან