
„მე მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება, ალბათ, მთელ საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები აი ასე, - განაცხადა ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
ფოთის ბაზარში სავაჭრო ცენტრს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 70-მდე მაღაზია დაიწვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, დამწვარ სავაჭრო ცენტრში ვითარება ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.
„ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების; ვიცით, რომ ბანკის სესხები აქვთ, მაგრამ, ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას არ დადებს, ვერაფერს ვიტყვით. რომ არა სახანძარო სამაშველო ბრიგადების ოპერატიული მუშაობა, შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარიყო“, - განაცხადა შონიამ.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სულ 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.