Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავსტრიამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში არ შეუშვა

10 ივლისი, 2017 12:29

ავსტრიამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბეკი ქვეყანაში არ შეუშვა. Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრი აპირებდა იმ ღონისძიებას დასწრებოდა, რომელიც თურქეთში დაგეგმილი სამხედრო გადატრიალებიდან 1 წლის თავისადმი იყო მიძღვნილი. 

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი იყო მასშტაბური ღონისძიება, რაც ავსტრიაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 

მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჰოლანდიის მთავრობამაც უთხრა უარი ქვეყანაში შეშვებაზე, რომელიც მსგავს ღონისძიებას უნდა დასწრებოდა ჰოლანდიაში. 

ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა თურქეთს გასული წლის ივლისის მოვლენების გამო. 2016 წლის ივლისში თურქეთში ამბოხების მცდელობას 240 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მოვლენების გამო, გასული წლიდან თურქეთში 50 000 ადამიანზე მეტი დააკავეს, 150 000 ადამიანი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მათ შორის ჯარისკაცები, პედაგოგები  და საჯარო მოსამსახურეები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^