Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუნესკოს გადაწყვეტილებით, გელათის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დარჩება

10 ივლისი, 2017 13:31

გელათის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოდიფიცირებული საზღვრებით დარჩება. ამის შესახებ „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან განუცხადეს. 

სააგენტოს წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის თქმით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ ბაგრატი სხვა ნომინაციით დარჩეს იუნესკოს სიაში. 

„რაც შეეხება ბაგრატს, იმისათვის, რომ იუნესკოს სიაში დარჩეს რენომინაციის სახით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხზე, რომ ის სხვა ნომინაციით დარჩეს იუნესკოს სიაში. იმ  სტატუსით, როგორც ადრე იყო, ვერ დარჩება“,- განაცხადა ბექა ბარამიძემ. 

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების გამო, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს. 

2-12 ივლისის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იხილებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომა განცხადება გაავრცელა. 

„2017 წლის 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელო სტატუსით დააბრუნა.

კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან.

გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნების გადაწყვეტილება კომიტეტის 41-ე სესიაზე, კრაკოვში (პოლონეთი) მიიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^