„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. ადა მარშანია და გიორგი ლომია „TV პირველთან" საუბრისას ვიზიტის დეტალებს არ აკონკრეტებენ. მათი თქმით, ამის შესახებ საზოგადოება ხვალ შეიტყობს. „საქმიანი ვიზიტი გვაქვს, უაღრესად მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ადა მარშანია.
„მზად ვართ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გადადგას პირველი ნაბიჯი; მზად ვართ, წავიდეთ მოსკოვში და შევხვდეთ რუს დეპუტატებს", - ამის შესახებ ადა მარშანიამ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე 30 მაისს განაცხადა.
„ხალხნო, NATO-ს თავად უნდა დიალოგი და ჩვენ, რომლებმაც უბედურება გადავიტანეთ, სად ვართ, რატომ არ ვეძებთ რუსეთთან რეალური დიალოგის საშუალებას და რეალური ურთიერთობების დამყარების მცდელობა რატომ არ გვაქვს? კმარა განცხადებები და გამოსვლები ამ თემაზე, დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. მე ვიცი, როგორი ტრაგიკული პრობლემებია ოკუპირებულ რეგიონებში. ვაცხადებ, რომ მზად ვართ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გადადგას პირველი ნაბიჯი, მზად ვართ წავიდეთ მოსკოვში და შევხვდეთ რუს დეპუტატებს”, - განაცხადა ადა მარშანიამ.