Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კეთილმოწყობის სამუშაოების მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი პრეზენტაციის ადგილს არ ცვლის

10 ივლისი, 2017 15:28

თბილისის მერობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი პრეზენტაციას ისევ გუდიაშვილის ბაღში გამართავს, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ მან „რუსთავის 2-თან" საუბრისას განაცხადა.

„სამი წელია, არავინ მოსულა და წინა ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც დავადასტურე და ვთქვი, რომ სამშაბათს, 11 ივლისს, ვაპირებდი და ვაპირებ აქ თავის წარდგენას, მეორე დღეს მოვარდნენ და ნახეთ, რამდენი ტექნიკაა რამდენი მუშაა; სამ ცვლაში მუშაობენ, ღამეც არ ჩერდებიან, აგებენ გზას, გადადიან ყირაზე. თუ შესაძლებელი იყო, ამდენ ხანს მოსულიყვნენ... ეს ძალიან არასერიოზულია და ეს არის სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სახე,", - აცხადებს ელისაშვილი.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, კი ელისაშვილის წარდგენასთან მიმდინარე სამუშაოები კავშირში არ არის. 

„გუდიაშვილის მოედანზე თბილისის განვითარების ფონდი წინა მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, სანიაღვრეების გამოცვლას და ა.შ. ეს წინამოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა და დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით გუდიაშვილის მოედნის აღდგენის სამუშაოებს", - ამბობს ნარმანია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^