Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტუბა ჩაბუქი: ციხეებში ადამიანებს აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან

10 ივლისი, 2017 16:11

დემირელის კოლეჯის დაკავებული პედაგოგის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე ტუბა ჩაბუქი ამბობს, რომ მისი ოჯახი ლტოლვილის სტატუსის მიღებას ელოდა, რადგან სამინისტროს სამასგვერდიანი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომელშიც დეტალურად იყო დასაბუთებული, რა ელის მის მეუღლეს და ოჯახს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში. 

ლტოლვილთა სამინისტრომ დაკავებულ პედაგოგს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 

„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის

ტუბა ჩაბუქი ამბობს, რომ იმედი არ დაუკარგავს და სჯერა, რომ ქართული მხარე - იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო - მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ისეთს,  რომელსაც უკვე ამდენი ხანია, ადვოკატებთან ერთად ამტკიცებს. 

„იცით, რომ თურქეთში ძალიან მძიმე ვითარებაა, ციხეებში ადამიანებს აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან. გუშინ ორ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა თურქეთში, ორდღიანი აქცია ანკარიდან დაიწყო და სტამბოლში დასრულდა. ეს ხომ კიდევ ერთი დასტურია, რომ თურქეთში ადამიანებს სამართლიანობის განცდა არ აქვს და ამასთან დაკაშირებით დიდი პრობლემები არსებობს. 

ჩემი მეუღლის ექსტრადიცია ნიშნავს, რომ მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც უნდა წავიდეთ თურქეთში. არა მხოლოდ ის, არამედ ჩვენც დიდი საფრთხის ქვეშ ვართ. ჩემი შვილების მისამართით მუქარები ვრცელდება სოციალურ ქსელსა და თურქულ მედიაში“, - ამბობს ტუბა ჩაბუქი. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებმა და მეუღლემ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე არა მარტო დაუსაბუთებელია, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ღირსებასა და საერთაშორისო ავტორიტეტზე. 

ჩაბუქის ადვოკატები სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^