13 ივლისს, 19:00 საათზე, დედაენის ბაღში მოქალაქეები იკრიბებიან.
„ვიკრიბებით ბახალასთვის, მისი სიმართლისთვის და ქვეყანაში მოქმედი უსამართლო ნარკოპოლიტიკის ყველა მსხვერპლისთვის.
გიორგი გიორგანაშვილი დააკავეს 5 თვის წინ, ნარკოტიკული საშუალებისთვის, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გიორგის ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს, სასჯელის ზომად კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეში ბახალას უდანაშაულობის დამადასტურებელი მრავალი არსებითი დარღვევა იკვეთება. ბოლო პერიოდის „ჩადების” გახმაურებული ფაქტების მსგავსად გიორგის საქმეშიც მხოლოდ პოლიციელები გვევლინებიან მოწმეებად. დაკავების მომენტში ის გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას. გიორგის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად კი, ჩხრეკას ნეიტრალური პირი არ დაასწრეს. რაც ყველაზე საგანგაშოა, დაკავების დღიდან მას გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება აეკრძალა. ფიზიკური ტყვეობის გარდა, ის 5 თვეა, ინფორმაციულ ტყვეობაშიც იმყოფება. დღემდე, კომუნიკაციის ერთადერთი გზა მისი ადვოკატები არიან. გიორგი გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტულ ზეწოლაზე მიუთითებს.
სამსახიობო კარიერის პარალელურად, გიორგი მუდმივად იდგა საზოგადოებრივი პროტესტის გვერდით, მხარს უჭერდა ნარკოპოლიტიკისა თუ სხვა სოციალურ ცვლილებებს. ახლა მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. შეთავაზებების მიუხედავად ის დღემდე პრინციპულად უარს აცხადებს საპროცესო გარიგებაზე და აპირებს ბოლომდე იბრძოლოს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
შევიკრიბოთ და ვანახოთ ბახალას, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ბახალას მხარდასაჭერად შექმნილია ონლაინმანიფესტიც;