ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
„ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტის, ელისო კილაძის შვილი მარტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ხარშილაძეს, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.