Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ 0,00009 დეზომორფინის ფლობაზე პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

13 ივლისი, 2017 12:42

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

საუბარია, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

„მოსარჩელის განმარტებით, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. მისი აზრით, 0,00009 გრამი დეზომორფინი არ აჩენდა მოხმარების ან/და გასაღების რისკს, მაშასადამე, არ არსებობდა ასეთი ქმედებისგან საზოგადოების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი.

მოპასუხე მხარის პოზიციით, დეზომორფინი იწვევს სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებას და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უაღრესად საშიშ ნარკოტიკულ საშუალებას. მისი დამზადება შესაძლებელია კუსტარული წესით იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მასალისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის მისგან მომდინარე რისკს. დეზომორფინის მცირე, მიკროსკოპული ოდენობის აღმოჩენაც ადასტურებს დეზომორფინის დამზადებისა და შენახვის ფაქტს. ამიტომ კანონმდებელი სჯის იმ ქმედებას, რაც დეზომორფინის მოხმარებამდე განხორციელდა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის შეფასებისას მხედველობაში მიიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული საზოგადოებრივი საფრთხეები და დაადგინა, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი გამოუსადეგარია მოსახმარად. ასეთი მცირე ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი, რადგან არ შეიცავს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს. მეტიც, 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადება, მისი დამამზადებლის მხრიდან წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას. შესაძლოა, ზემოხსენებული ოდენობის დეზომორფინის კვალი ამა თუ იმ საგანზე მიუთითებდეს პირის მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით დამზადების, შეძენის ან შენახვის ფაქტზე, რომელიც გამოსადეგია მოსახმარად, თუმცა, ცალკე აღებული 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენის ან/და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და დააკმაყოფილა N696 კონსტიტუციური სარჩელი.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, სადაც მოსამართლე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო დეზომორფინის არა მხოლოდ 0,00009 გრამის ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა, არამედ ნებისმიერი იმ ოდენობით, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

ბახუტაშვილი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა.

ბახუტაშვილის საქმე „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" 2016 წლის 19 აპრილს გაასაჯაროვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^