Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მონიტორინგი FACEBOOK-ში „ქართველთა მარშის“ წინ

14 ივლისი, 2017 14:03

FACEBOOK-ში ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქტიურობის მონიტორინგი   „ქართველთა მარშის“ - წინ მედიის განვითარების ფონდმა 2017 წლის 14 ივნისიდან 11 ივლისამდე 9 ულტრანაციონალისტური ჯგუფის ფეისბუქ გვერდის მონიტორინგი განახორციელა. 

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში” დაანონსა, რომელიც მათი თქმით, არალეგალი უცხოელების წინააღმდეგ არის მიმართული. მარშის ორგანიზატორები არალეგალებში კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს - ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ და მათ საქართველოს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორები ასევე ითხოვენ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას. საზოგადოების მობილიზებას ღონისძიების ორგანიზატორები სოციალური მედიის მეშვეობით ახდენენ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ   ულტრანაციონალისტური ჯგუფების,  გვერდებზეა გაზიარებული რამდენიმე ტრადიციული მედიის გარდა (imedi.ge, resonancedaily.com, ambebi.ge) გვხვდება ისეთი გამოცემები, რომლებიც სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევიან (alia.ge, marshalpress.ge), ასევე სიძულვილის ენის ტირაჟირებასთან ერთად, ღიად პრორუსული კავშირები აქვთ (geworld.ge, patrioti-tv, tb24.ge). ხოლო,   ერთ შემთხვევაში “ქართულმა იდეამ” რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ს მასალა გააზიარა.

MDF-ის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშულია, რომ ულტრანაციონალისტურ გვერდზებზე ხშირია  მეტწილად ვიდეო მასალის, სხვადასხვა სატელევიზიო, ონლაინ გამოცემების პუბლიკაციების ქსენოფობიური, რასისტული პოსტები და მოწოდებები „გაწმენდა არაქართველებისგან ყველა პატრიოტის მოვალეობაა“ მეტი აქტიურობითაც გამოირჩევიან გვერდები  „ქართული იდეა“ „ანტიპარადოქსი“, Iveroni, „ნაციონალისტური ლეგიონი“. 

„ქართული იდეის“ პოპულარული პოსტები სოციალურ ქსელში. 

„ნაციონალისტური ლეგიონის“ პოპულარული FACEBOOK პოსტები. 

MDF წერს, რომ 14 ივლისს დაგეგმილ „ქართველთა მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ეს ჯგუფები საზოგადოების მობილიზებას ნეოფაშისტური, რასისტული და ქსენოფობიური მოწოდებებით ახდენდენდნენ. ამ მოწოდებათა შინაარსი აგრესიის, სიძულვილის გაღვივებას ემსახურება. 

მონიტორინგი მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^