თურქეთში თუკი დააბრუნებ ადამიანს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მისი გადაცემა ითხოვს, არ უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლოს ან კანონის უზენაესობის მოლოდინი - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის შესახებ განაცხადა. ჰარმსი დღეს ჩაბუქს ციხეში მოინახულებს.
„მუსტაფა ემრე ჩაბუქი ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის მსოფლიო მასშტაბით რომელსაც დევნიან გიულენის მოძრაობის წევრობის, ან მასთან კავშირის გამო. მოძრაობის წევრობა ვერასდროს იქნება დანაშაული. ეს ფაქტი ვერ გაამართლებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაბუქი თურქეთში დააბრუნოს. თურქეთში თუკი დააბრუნებ ადამიანს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მისი გადაცემა ითხოვს, არ უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლოს ან კანონის უზენაესობის მოლოდინი. ამდენად, დღევანდელი ვიზიტი მნიშნელოვანია სქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც თურქეთის წნეხის ქვეშ არიან" - ამბობს ჰარმსი.
ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის
„წარმოშობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციისა და ინდივიდუალური პროფილის შესწავლის საფუძველზე არ იკვეთება იმის შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დადგეთ დევნის საფუძვლიანი რისკის ქვეშ", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ დასაბუთებაში წერს, რომლითაც განმარტავს გადაწყვეტილებას, თუ რატომ არ მიანიჭა ლტოლვილის საბუთი მუსტაფა ემრე ჩაბუქს.