Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლონეთში ათასობით მოქალაქემ სასამართლო რეფორმა გააპროტესტა

17 ივლისი, 2017 11:40

გუშინ ვარშავაში პარლამენტის წინ ათასობით ადამიანმა სასამართლოს რეფორმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას პოლონეთში.

aljazeera-ს ინფორმაციით, გასულ კვირას პარლამენტმა განსახილველად მიიღო კანონპროექტი, რომელიც, როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, კონსერვატიულ პარტიას სასამართლოს კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.

აქციის ორგანიზატორი იყო პროდემოკრატიული მოძრაობა KOD, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. დემონსტრანტებს ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ

კანონპროექტი, რომელიც პოლონეთის პარლამენტმა მიიღო განსახილველად, იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილებას ანიჭებს, დაასახელოს მთავარი მოსამართლეები ევროკავშირის საერთო სასამართლოების წევრებად.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი აირჩევს მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს წევრებს, საბჭოს როლი კი სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა იქნება.

კონსერვატიულმა პარტიამ ასევე ცალკე კანონპროექტი წარადგინა. კანონპროექტით, უზენაესი სასამართლო ხელისუფლებას უნდა დაემორჩილოს 

ფოტო: krakowpost

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^