საზოგადობრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. დოლიძეს სამმართველოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი მუქარას გულისხმობს.
საქმე ეხება თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარას.