საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა. ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.
19 ივლისს პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება.