დღეს, 19 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ ქალთა მარში გაიმართება.
ორგანიზატორთა განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული „ქართველთა მარშის" წევრებმა ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ფაშისტური განცხადებები გააკეთეს.
„მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე“.
მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ისინი სიძულვილისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ერთიანდებიან და საზოგადოებას ერთსულოვნებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
„მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება - შემოგვიერთდით მასობრივ მსვლელობაში. ქალების ბრძოლა იწყება.
ჩვენი მოთხოვნებია:
✊ დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
✊ მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.
✊ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.
✊ მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ
მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით“.
პრესკონფერენციაზე „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ და „ქალთა მზერის“ წევრმა გვანცა ხონელიძემ ისაუბრეს: