„მე გიას პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება, ნამდვილად და მის პატრიოტულ სულისკვეთებაში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გია კორკოტაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ
„გამოძიების პროცესში ჩვენ არ ჩავერევით და არც ერთ პოლიტიკოსს უფლება არ აქვს, გავლენა მოხდინოს გამოძიების მიმდინარეობაზე. მე გიას პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება, ნამდვილად და მის პატრიოტულ სულისკვეთებაში, ამიტომ ყოველგვარი სახელისა და გვარის გარეშე ჩვენ ამ პროცესში, რასაც გამოძიება აწარმოებს და უკავშირდება კონკრეტულ მუქარის ფაქტს. ამაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს ისე, რომ ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოხდეს ყველა მოქმედების ჩატარება. არავითარი პოლიტიკური განცხადებები არ სჭირდება ამ პროცესს", - განაცხადა ბესელიამ.
გია კორკოტაშვილი ქსენოფობიური „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის დღეს თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების მუქარის საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა. როგორც კორკოტაშვილმა განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავს იკავებს