ძლიერი მიწისძვრა მოხდა ეგეოსის ზღვაში, რის შედეგადადაც საბერძნეთის კუნძულ კოსზე 2 ადამიანი დაიღუპა, ბიძგები იყო თურქეთის სანაპიროზეც, ბოდრუმში. მიწისძვრა ადგილობრივი დროით წუხელ, 01:31 საათზე მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდას მიაღწია. დაშავებულია 100-მდე ადამიანი, ტურისტულ ნაწილში. ასევე დანგრეულია რამდენიმე შენობა. გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო.