Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტების გადაადგილებისთვის 20 ავტომანქანას ყიდულობს

21 ივლისი, 2017 11:26

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტენდერი გამოაცხადა 20 (ოცი) ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების (ჯიპების) სახელმწიფო შესყიდვაზე, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმური ფასიანი მომსახურებით. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებაა - 1 007 665 ლარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელის, თიკო ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნული ავტომანქანები განკუთვნილი იქნება ჟურნალისტებისთვის. 

„ეს იქნება ორგანიზაციისთვის, კერძოდ, ჟურნალისტებისთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მენეჯმენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტომანქანებით არ სარგებლობს. ყველას ჰყავს პირადი მოხმარების თავისი ავტომანქანა. ამ ავტომანქანებით სარგებლობს ორგანიზაცია, ძირითადად ჟურნალისტები. ორგანიზაციის საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებს ვისაც სჭირდება, მათ შორის გამონაკლისი არ იქნება მენეჯმენტიც“, - განაცხადა „ლიბერალთან“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელმა თიკო ბერძენიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^