ესპანეთში სალვადორ დალის ცხედარი საფლავიდან ამოიღეს. BBC-ის ინფორმაციით, ექსჰუმაცია სასამართლო ბრძანების საფუძველზე, მამობის ტესტის ჩასატარებლად მიმდინარეობს.
ქალი აცხადებს, რომ დედამისს სალვადორ დალისთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
თუკი დნმ-ის ანალიზი ნათესაურ კავშირს დაადასტურებს, ქალი დალის უძრავი ქონების თანამფლობელი გახდება. ის ამჟამად ესპანეთის საკუთრებაა.
დნმ-ის ტესტის შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.