Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომითი სტანდარტი - რა გაკეთდა და არ გაკეთდა ასოცირების დღის წესრიგის ანგარიშის თანახმად

21 ივლისი, 2017 17:38

ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების შეფასების ანგარიში პროფესიული კავშირების უფლებებსა და ძირითადი შრომითი სტანდარტების თემას მოიცავს. 

პირველი საკითხი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნულ ნაწილში ეხება, არის 2013 წლის ივლისში  პარლამენტის მიერ მიღებული ახალი შრომის კოდექსის შესრულება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტის შესაბამისად. 

ანგარიშში აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი ნაწილობრივ შესრულდა. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს 2013 წელს მიღებული შრომის კოდექსი, კოლექტიური დავების გადაჭრისა და მოლაპარაკებების მიზნით მედიაციის როლის განსაზღვრისა. 

არ გაკეთდა:

არ გატარებულა საჭირო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს შრომის კოდექსის ეფექტიანად მუშაობას და აღმოფხვრიდა მასში არსებულ ხარვეზებს. 

 „საქართველოს ორგანულ კანონში „შრომის კოდექსის შესახებ“ არსებობს ნორმები, რომლებიც დახვეწას და საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანას საჭიროებს“,- ნათქვამია ანგარიშში. 

მეორე საკითხია ახალი შრომის კოდექსის ახალი ინსტიტუტებითა და პროცედურებით გამაგრება, დავის გადაჭრისა და მოლაპარაკებების კულტურის (მედიაციის ცენტრის) განვითარებისთვის. ასევე, სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესება და ისეთი მექანიზმებისა და ინსტიტუტების შექმნა, რომელთაც ექნებათ ადეკვატური პირობები სამუშაო პირობების შესამოწმებლად, ახალი შრომის კოდექსის და შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშში ამ საკითხს ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს.

გაკეთდა:

  • შეიქმნა მედიაციის ცენტრი. საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს კოლექტიური დავების გადაჭრის წესს, მაგრამ ის საკანონმდებლო დონეზე მაინც საჭიროებს სრულყოფას. 8 მედიატორი თანაშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის მინისტრთან, რომლებიც მონაწილეობენ დავების გადაჭრაში.

          სტატისტიკის მიხედვით, 2014-2016 წლებში დაახლოებით 25 დავაში მიიღეს მონაწილეობა. 

  • შრომის ინსპექტირება - 2015 წლის 21 აპრილს შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაა სამუშაო პირობების მონიტორინგი და შრომის კანონმდებლობის დაცვა.

არ გაკეთდა:

  • მედიაციის წარმოება - მედიატორთა საქმიანობა შრომით ურთიერთობებში არ არის დეტალურად გაწერილი საკანონმდებლო დონეზე. არ არსებობს სრულყოფილი მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი რეესტრი არ არის დამტკიცებული, რაც ეჭქვეშ აყენებს მედაციის  როგორც კოლექტიური დავების გადაჭრის  მექანიზმის ეფექტიანობას. ამ ინსტიტუტის განვითარება დამოკიდებულია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერაზე. შესაძლოა ითქვა, რომ კოლექტიური დავების გადაჭრისა და მოლაპარაკებების კულტურის განვითარების ხელშეწყობა მხოლოდ ფორმალურად შესრულდა.
  • შრომის პირობების ინსპექტირებისთვის შექმნილი მექანიზმი თავისი ფუნქციებითა და სამოქმედო პრინციპებით არ შეიძლება შეფასდეს ეფექტიანად.  არ არსებობს მისი საქმიანობის სრულყოფილად მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. დეპარტამენტში ამჟამად  სპეციალურად მომზადებული 25 მონიტორი საქმიანობს. შრომის ინსპექტირების მექანიზმი ფოკუსირებულია მხოლოდ სამუშაოს უსაფრთხოებაზე, მას არ გააჩნია სანქცირების მექანიზმი, არ შეუძლია მონიტორინგი პირადი სურვილის შესაბამისად. 

მესამე საკითხად განხილულია სოციალური დიალოგის ჩამოყალიბება, მათ შორის, სამმხრივი კომისიის სისტემატური მოწვევის გზით: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, ეს საკითხიც ნაწილობრივ შესრულდა. 

გაკეთდა:

  • პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოს ფუნქცია, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, უნდა გაატიურდეს კომისიის საქმიანობაც. 
  • 2016 წლის 11 აპრილს სამმხრივი კომისიის სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა. 

არ გაკეთდა:

  • ვერ ჩამოყალიბდა ეფექტიანი დიალოგი სოციალურ პარტნიორებს შორის, ვინაიდან სამმხრივი კომისიის შეხვედრები არ შემდგარა. აღსანიშნავია რომ სამი წლის განმავლობაში არათუ კვარტალში ერთხელ, წელიწადში ერთხელაც არ შეკრებილა. შექმნია დღიდან სოციალური  პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრა შედგა მხოლოდ ორჯერ: 2013 წლის 1 მაისსა და  2016 წლის 11 აპრილს, შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ 2014-2016 წლებში კომისიის მხოლოდ 1 შეხვედრა გაიმართა. 

მეოთხე საკითხია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელება და გაღრმავება. ორგანიზაციის საერთო შეფასებით, ეს საკითხიც ნაწილობრივ შესრულდა.

გაკეთდა:

  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უშუალო მხარდაჭერითა და ჩართულობით  გადამზადდა  25 შერჩეული მონიტორი. სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში ჩართულია შრომის საერთაშორიოს ორგანიზაციის წარმომადგენელი.  შრომის საერთშორისო ორგანიზაცია ატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას და ხელს უწყობს თავის მხრვ თანაშრომლობის გაღრმავებას.

არ გაკეთდა:

  • დაახლოებით 10 წელია, საქართველოს მხრიდან არ მომხდარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვეციათა ხელმოწერა და რატიფიცირება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია მისი სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში., რაც უნდა მოხდეს კონვეციების ხელმოწერებით და რატიფიცირებით, საკანონმდებლო ცვლილებების რატიფიცირებით. 
  • დღემდე არ არის ხელმოწერილი ისეთი მნიშვნელოვანი კონვენციები, როგორებიცაა #131 კონვენცია მინიმალური ანაზღაურების შესახებ, #183 კონვენცია დედობის დაცვის შესახებ, #176 კონვენცია მაღაროებში უსაფრთხოებისა და და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, #144 კონვენცია  სამმხრივი კონსულტაციების შესახებ. 

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების (სახელმწიფო ორგანოების მხრიდან) ანგარიშისა და შესრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების შეფასებას ისმენენ. სამოქალაქო საზოგადოებამ ანგარიში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^